ბასა ფოცხიშვილის 9 ულამაზესი ნაძვის ხე და ნინო ანანიაშვილის პუანტებით გაფორმებული მთავარი საახალწლო ატრიბუტი (ვიდეო)
გადაცემა „იმედის დღე“ ბასა ფოცხიშვილის და ნინო ანანიაშვილის წინასაახალწლო სამზადისთან დაკავშირებით სიუჟეტს გვიზიარებს და მათი საახალწლო ისტორიებით მაყურებლის განწყობის ამაღლებაზე ზრუნავს.
რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი სადღესასწაულო განწყობაზე ზრუნვას, რამდენიმე თვით ადრე იწყებს. ორიგინალური ნაძვის ხეები გამორჩეული დეკორაციებით და ესთეტიკით. ბასა ფოცხიშვილი ამბობს, რომ ნაძვის ხის სათამაშოები საკუთარი ხელითაც დაამზადა.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში განთავსებული ნაძვის ხე კი პუანტებით აქვს შემკული. ქართველი პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი ამბობს, რომ ნაძვის ხეზე მისი წითელი პუანტებიც არის დამაგრებული.
წინასაახალწლო სამზადისზე „იმედის დღესთან“ ზურა შევარდნაძემაც ისაუბრა.