ბარბარა სამხარაძის გარდასახვა – როგორ გამოიყურება მომღერალი 56კგ-ის დაკლების შემდეგ: „ახლა მაინც ჭარბწონიანად ვითვლები, მინდა კიდევ 20 კილო დავიკლო“

104

ბარბარა სამხარაძემ ბარიატრიული ოპერაციის გაკეთების შემდეგ 56 კილოგრამი დაიკლო. მომღერალი ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში „სხვა ნანუკა“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც წონის კლების დადებით მხარეებზე ისაუბრა.

„დავიკელი ძალიან ბევრი, 56 კილოგრამი. ფაქტობრივად ერთი ადამიანი გავუშვი. ახლა მაინც ჭარბწონიანად ვითვლები და მინდა, კიდევ 20 კილო დავიკლო.

ზედმეტ კილოგრამებთან გამომშვიდობებამ პირველ რიგში რაღაცებზე დამაფიქრა. თურმე წონა მენტალურ მდგომარეობასთან საერთოდ არაფერ შუაში არ ყოფილა. ვისაც დაუკლია, დამეთანხმება, რომ ისევ ის ადამიანი რჩება.

რა თქმა უნდა, წონის კლებასთან ერთად თვითდაჯერებაც მატულობს, რადგან საზოგადოება ხდება შენს მიმართ უფრო მიმღებლური“. – ამბობს ბარბარა.