ხათუნა ჟორდანია: „ავადმყოფობის პერიოდში ძალიან ვიგრძენი ზურას სიყვარული…“

ხათუნა ჟორდანია ჟურნალ „სარკესთან“ მძიმე დაავადების შესახებ საუბრობს და ოჯახის წევრების თანადგომაზე ამახვილებს ყურადღებას.

 

როგორც მომღერალი აღნიშნავს, – „მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად არის. გავდიოდი მკურნალობის კურსს და ახლა ველოდები ამ მკურნალობის შედეგებს… ეს არის დაავადება, რომელიც მაშინ წაგაქცევს, თუ შენ ემოციურად ვერ გაუმკლავდები. დაავადებასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია შინაგანი განწყობა და რწმენა, რომ შენ მას ნამდვილად მოერევი. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს ოჯახის წევრებისა და მეგობრების დახმარებაც. რა თქმა უნდა, ჩემს ცხოვრებაშიც იყო მძიმე ეტაპები, როდესაც დეპრესიაში ვიყავი…

ჩემი ავადმყოფობის პერიოდში ძალიან ვიგრძენი ზურას სიყვარული და ამას ვუფასებ. ზურა ჩემი იმედია ცხოვრებაში. მე მყავს გვერდით მამაკაცი, რომელსაც სრულად დავეყრდნობი…

ასევე იხილეთ