“საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ლევან ვასაძის პოლიტიკურად გააქტიურებას შევუწყობთ ხელს ჩვენი მისვლით!”

ლიკა გამრეკელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“საერთოდ არვიცი 9-ში რა და რატომ ხდება?!
საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ლევან ვასაძის პოლიტიკურად გააქტიურებას შევუწყობთ ხელს ჩვენი მისვლით!!! ვასაძის რომლის აქტიურობა (როცა იყო აქტიური) ჩემთვის იყო მოუღებელი როგორც ქმედებით ასევე მისი პოლიტიკური აზროვნებით. მარგველაშვილის კლასტერის შემოსვლა, ვითომდაც დამოუკიდებელ ა-პოლიტიკურ ძალათ სასაცილოა!
ვერ გავიგე ვერანაირი პირდაპირი მესიჯი, რაც უცნობისგან მიკვირს, რადგაც ძალიან პირდაპირი ადამიანია, რა უნდათ? ვისგან მოდის და ვისი მოყვანა უნდათ?)
ამიტომ კიდევ ვამბობ, მე თავს შევიკავებ, რადგან აქცია არც ანტი ნაცური მგონია და არც ა-პოლიტიკური!
პატივისცემას ვაფიქსირებ ისევ, ჩემი უფროსი თანამებრძოლების მიმართ, მაგრამ ვერ გავხდები ჭადრაკის დაფაზე ერთი მხედარი, რომელიც იქნება თავისდაუნებურად კონკრეტული ძალის შემოსვლის მიზეზი!
ვიყავი და ვრჩები ჩემი ქვეყნის რიგით ჯარისკაცად!
ესე იყო და ესე იქნება მაგრამ დღევანდელ რეალობაში რთულია გაარკვიო ვინ ვის თამაშს თამაშობს! 😥
გაცოცხლება ძალის, რომელიც დუბინკებით და ხელკეტებით დასდევდა განურჩევლად ყველას, ჩემთვის კატეგორიულად არასწორია!
ყველა მიყვარხართ ვინც სუფთა გულით აპირებთ მისვლას და ყველას ჩემი დიდი პატივისცემა”

ასევე იხილეთ