“საქართველოს ტურიზმი დგას რუსეთზე, ეს დაიმახსოვრეთ, რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს ეს ამბავი”

საქართველოს ტურიზმი დგას რუსეთზე, ეს დაიმახსოვრეთ, რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს ეს ამბავი”– განაცხადა მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამ საკუთარ ვიდეოჩართვაში, რომელშიც გამოეხმაურა რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტს და გამართულ საპროტესტო აქციებს.

ია ფარულავა ერთი მხრივ ეთანხმება, რომ პოზნერი არასასურველია, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ამ პროტესტით რუს ტურისტებში გაჩნდა ერთგვარი შიშის განცდა, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ტურიზმს და გაუქმდება ჯავშნები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით

“ახლა საერთოდ გაუქმდება ჯავშნები რუსეთიდან, არადა საქართელოს ტურიზმი დგას რუსეთზე, ეს დაიმახსოვრეთ, რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს. ლარის კურსის ავარდნასაც დაელოდეთ მეგობრებო, ჭკუა ვერ ვისწავლეთ.”- ამბობს ფარულავა.

მან ასევე კითხვა დასვა, თუ რატომ აქამდე არ გამოცხადდა პოზნერი პერსონა ნონ-გრატად, როდესაც აფხაზეთსა და საქართველოზე განცხადება მან ჯერ კიდევ 2010 წელს გააკეთა და ამ ხნის მანძილზე ის ხშირად სტუმრობდა ჩვენ ქვეყანას.

“2010 წელს გააკეთა პოზნერმა სამტრო განცხადება, რატომ მაშინ არ გამოცხადდა პერსონა ნონ-გრატად ეს კაცი? რატომ მიდი-მოდიოდა მთელი 9 წლის მანძილზე თავისუფლად?” – ამბობს ია ფარულავა.

ასევე იხილეთ