“დღეს ტაქსით ვიმგზავრე და ეს სასწაული ადამიანი შემხვდა…”

ჟურნალისტი გოდერძი შარაშია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“დღეს ტაქსით ვიმგზავრე და ეს სასწაული ადამიანი შემხვდა. ურეკავს ტელეფონი, ბიჭის ხმა ისმის.
-დე რას შვები?
-ტაქსი ვარ დღეს (იცინის)
-დე გინდა გაგახარო?
-კი დეე
-პირველი პრემია გამომიწერეს 500 ლარი
-გილოცავ დეეე, ძალიან მიხარია და გილოცავ, გაკოცე და დაგირეკავ, მგზავრი მყავს.
ვერ წარმოიდგენთ როგორი ბედნიერი სახით გათიშა ტელეფონი. ხოდა არვიცი რა პრემია მისცეს და რაში, მაგრამ პატარა ბიჭიც ბედნიერია და აი ეს ქალიც, რომელსაც მგზავრები გადაჰყავს. ვინ იცის რამდენი დარდი აქვს, მაგრამ დღეს ერთით ნაკლები დარჩა ❤️❤️“, – წერს გოდერძი შარაშია.
May be an image of მანქანა
ასევე იხილეთ