“კოვიდუსაფრთხო ჩახუტება უნდა გასწავლოთ”

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ხშირად აქტიურობს. მან ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ჩახუტებას ეხება.

რა მაგის პასუხია და კოვიდუსაფრთხო ჩახუტება უნდა გასწავლოთ. ჩახუტების ამ ფორმას ჩაჟირაფება ეწოდება, – კისრებს გადააკვარახჭინებთ ისე, რომ ლოყები, ტუჩები, კოცნები, ცხვირის თხუპუნი და პირის წკლაპუნი ჩაჟირაფებულის მხარსუკან იქნება გატანილი.

სამაგიეროდ, ერთმანეთის არტერიების სითბოს იგრძნობთ და გაბედნიერდებით. გულებიც ერთმანეთთან ახლოს გექნებათ და აივსებით ჩახუტების სიხარულით. ჩაჟირაფებისას ერთადერთი საფრთხე არსებობს, კისრები თუ ზომებში ვერ დაემთხვა, შეიძლება თავი გაგეჭედოთ ვინმეს ნიკაპქვეშ და ეგრე დარჩეთ, სიამის ტყუპებივით. სანამ დამხმარე მოგისწრებთ, თქვენით თუ ეცდებით, მთავარია, განცალკევებისას კრიჭა კარგად შეკრათ, რომ ყბა არ ამოიგდოთ“,– წერს სოციალურ ქსელში ნათია ფანჯიკიძე.

ასევე იხილეთ