“რითი შევავსოთ შენი ადგილი?! როგორ გავაგრძელოთ უშენოდ?!”

 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ აჯამეთში  17 წლის ირაკლი ტოფაძეს ჩქაროსნული მატარებელი დაეჯახა. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.  ბავშვი სარკინიგზო გზით, მასწავლებლიდან სახლში ბრუნდებოდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მას ყურასამენები ეკეთა და სავარაუდოდ, ამის გამო, ვერ გაიგო მატარებლის სიგნალი.

გარდაცვლილი, აჯამეთის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე იყო.
სკოლის ადმინისტრაცია, მოსწავლის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს და ირაკლი ტოფაძის ოჯახს უსამძიმრებს.

„ირაკლი, ჩვენო სიცოცხლით სავსე ბიჭო, მეხი გავარდა აჯამეთის ცაზე! რითი შევავსოთ შენი ადგილი?! როგორ გავაგრძელოთ უშენოდ?! რა ვუთხრათ, რითი ვანუგეშოთ შენი მშობლები ან ერთმანეთი შენმა აღმზრდელმა მასწავლებლებმა?! რისთვის ვემზადებოდით, რა მიზნები და იმედები გვქონდა და რა რეალობის წინაშე დავდექით?! საუბედუროდ, არ დაგაცალა დაუნდობელმა წუთისოფელმა, ჩვენო ვაჟკაცური ღირებულებებით აღსავსე ბიჭო! თბილო, ყურადღებიანო შვილო! ძალიან ძნელი და უსაშველოდ მტკივნეული იქნება უშენობა!

აჯამეთის პედკოლექტივი თანაუგრძნობს შენს გამწარებულ დედიკოს, ჩვენს კოლეგას, შენს თავზარდაცემულ ოჯახს და ახლობლებს, ამ დიდ და მოუშუშებელ ტკივილს!

უფალმა გაგვინათლოს შენი სპეტაკი და ვაჟკაცური სული, იკოოო!“, – ნათქვამია სკოლის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ პოსტში.

ირაკლის, მეგობრები და ახლობლებიც ემშვიდობებიან:

ასევე იხილეთ