“ჩემზე ამბობენ, რომ განსხვავებული ორიენტაცია მაქვს…“

მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა, „ტვ პირველის“ გადაცემა „შუადღის“ კითხვებს უპასუხა. მან თავისი ხასიათის, მის ირგვლივ მყოფი ადამიანებისა და განვლილი ცხოვრების შესახებ დასმულ, ზოგად კითხვებს უპასუხა.

ასევე ნინუცამ გადაცემაში იმ ჭორების შესახებაც ისაუბრა, რომელიც მის შესახებ ხშირად გაუგია.

„რამდენიც გინდა, იმდენი ჭორი გამიგია. მაგალითად, ის, რომ სიმართლე ვთქვი ფულის სანაცვლოდ, მაგალითად, ის, რომ პოპულარობის მოპოვება მინდოდა, მაგალითად, ის, რომ ავანტიურისტი ვარ და სპეკულანტი, ის, რომ განსხვავებული ორიენტაცია მაქვს…“- ამბობს ნინუცა მაყაშვილი.

ასევე იხილეთ