დუბაიში სკანდალური ფოტოს საქმეზე დაკავებული ამბობს, რომ ფოტო “ხელოვნებაა” და ბოდიშს იხდის

უკრაინული წარმოშობის “ფლეიბოი“, ვიტალი გრეტჩინი, დუბაიში გადაღებული სკანდალური ფოტოს გამო კვლავ დაკავებულია. 41 წლის გრეჩინი კოვიდინფიცირებულია.

უკრაინელი მოდელები, რომელიც ფოტოზე შიშვლები პოზირებენ, გათავისუფლებულები არიან და მათ გაერთიანებულ საემიროებში ჩასვლა 5 წლით ეკრძალებათ.

გრეჩინი ამბობს, რომ სურათის გადაღება მომენტალურად გადაწყვიტეს, გოგონები მისი მეგობრები არიან და საემიროებში ერთად მხოლოდ წვეულებისთვის ჩავიდნენ. 

გრეჩინი მომხდარის გამო ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ ეს იყო ხელოვნება და სხვა ნებისმიერ ქვეყანაში მსგავსი ფოტოს გადაღება ჩვეულებრივ, ნორმალურ ამბად იქნებოდა მიჩნეული. თუმცა, მომხდარისთვის ბოდიშს იხდის.

დაკავებული ამბობს, რომ ასობით ათასი დოლარის გადახდა მოუწია ჯარიმისთვის და იმედოვნებს, რომ მალე გაათავისუფლებენ. 

გრეჩინის ინფორმაციით, დუბაიში წვეულების ორგანიზატორი თავად იყო და მეგობარი გოგონების საემიროებში ჩასასვლელად საჭირო ხარჯებიც თავად გაიღო.

ასევე იხილეთ