სალომე ღვინიაშვილი ჩინური ვაქცინით აიცრება

დიზაინერი, მოდელი და „პრაიმშოუს“ წამყვანი, სალომე ღვინიაშვილი იმ პირველ 6000 ადამიანს შორისაა, ვინც ჩინური ვაქცინით აცრაზე პირველივე დღეს დარეგისტრირდა.

მან მცირე ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ჯავშნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სადაც აღნიშნულია, რომ ის „სინოფარმით“ ასაცრელად უკვე ჩაწერილია.

სალომემ დაწერა:

„თუ ყველა არ ავიცრებით და არ ავიღებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, პანდემია არ დასრულდება!“

ასევე იხილეთ