“სიამოვნებით დავპატიჟებ”- იაგო ხვიჩია ალექსანდრა პაიჭაძეს პაემანზე ეპატიჟება

პარლამენტარი იაგო ხვიჩია მოდელს და გადაცემა ,,ქალების” ერთ-ერთ წამყვანს , ალექსანდრა პაიჭაძეს პაემანზე ეპატიჟება.

ამის შესახებ მან გადაცემის დღევანდელ ჩანაწერზე კომენტარის სახით დაწერა.

,,სიამოვნებით დავპატიჟებ პაემანზე ალექსანდრა პაიჭაძეს. პატივისცემით პარლამენტარი იაგო ხვიჩია”,- დაწერა პარლამენტარმა.

რას უპასუხებს მოდელი ხვიჩიას ჯერჯერობით უცნობია. თუმცა კომენტარს სოცქსელის მომხმარებლებისგან საკმაოდ პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა.

ასევე იხილეთ