პატარძალმა ქორწილი იმიტომ ჩაშალა, რომ სიძემ გამრავლების ტაბულა არ იცოდა

ინდოეთში, პატარძალმა ქორწილი იმიტომ ჩაშალა, რომ სიძემ გამრავლების ტაბულა არ იცოდა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Inquirer წერს.

გამოცემის ცნობით, ქორწინების რიტუალი 1 მაისს უნდა გამართულიყო. ქალს ეჭვი შეეპარა საქმროს განათლებაში და 1-დან 9-მდე ციფრების გამრავლება თანმიმდევრობით სთხოვა. მას შემდეგ რაც ახალგაზრდა კაცმა ამის გაკეთება ვერ შეძლო, პატარძალმა მას ცოლობაზე უარი უთხრა.

„სიძის ოჯახი მალავდა ინფორმაციას მისი განათლების შესახებ, შესაძლოა ის სკოლაშიც კი არ დადიოდა“, – განუცხადა გამოცემას პატარძლის ნათესავმა.

გამოცემის ცნობით, ოჯახებმა მოილაპარაკეს, რომ ერთმანეთს საჩუქრებს და ძვირფას ნივთებს დაუბრუნებენ.

ასევე იხილეთ