„ევროვიზიის“ გამარჯვებული ნარკოტიკებზე ტესტს ჩააბარებს – კონკურსის გარშემო სკანდალი აგორდა

,,ევროვიზიის” კონკურსის გამარჯვებულის გარშემო სკანდალი აგორდა, იტალიური როკ ჯგუფის „მანესკინის“ ვოკალისტს დამიანო დავიდს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაში ადანაშაულებენ. ეჭვები ამის შესახებ მაშინ გაჩნდა, როდესაც ეთერში გავიდა ვიდეო, როგორ ელოდებიან ჯგუფის წევრები ხმების დათვლის პროცესს. ამ დროს ჯგუფის ვოკალისტი თავს დაბლა ხრის და ეჭვი ჩნდება, რომ ის სავარაუდოდ, სწორედ ნარკოტიკს იყნოსავს.

თავად დამიანო კატეგორიულად უარყოფს ამ ინფორმაცია და ამბობს , რომ ეთერის დრო თავი იმიტომ დახარა, რომ დამსხვრეული ჭიქა აეღო. მან თავად გამოხატა მზადყოფნა ნარკოტიკებზე ტესტი ჩაებარებინა და შედეგები გაესაჯაროვებინა. პასუხები დღეს გვიან გახდება ცნობილი.

ასევე იხილეთ