“კრიტიკა და სიბოროტის ნთხევა ვერ გაგირჩევიათ”- მოქალაქის კომენტარი იგნა გრიგოლიას

ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას პოსტზე, რომლითაც მან საზოგადოებას “ტვ პირველის” დირექტორის პოსტის დატოვება ამცნო, მოქალაქეების კომენტარები არ წყდება.

ერთ-ერთი მოქალაქე ნინო ლაბარტყავა ტელეკომპანიის საინფორმაციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებს.

“ნოდარ მელაძე არ დაკარგოთ არსად, მაგის ე.წ. სიუჟეტები თავიდან ბოლომდე რომ სიბოროტეა და დეზინფორმაცია.”ერთ-ერთ საუკეთესო ნიუსმეიკერს” როცა ვინმე მელაძეზე იტყვის, გინდ ჟურნალისტი იყოს, გინდ მკერავი – იქ დამთავრდა მისი ობიექტურობა.ხელისუფლების კრიტიკის კომპლექსი გაქვთ შეყრილი ყველას მანდ, მარა კრიტიკა და სიბოროტის ნთხევა ვერ გაგირჩევიათ.თქვენი “რეაქცია” ის აღარ არის, რაც ადრე იყო და რომელიც ძალიან მიყვარდა.”ტვ პირველი” კი მალე უკვე “მთავარ არხს” გადაუსწრებს დეზინფორმატორობასა და ბოროტების ნთხევაში.უკაცრავად, რომ ვერ გეპირფერებით დაუკაცრავად ამ “გამოხტომისთვის”, მაგრამ ვინაიდან პოსტი საჯაროა და კომენტარებიც საჯაროა – ჩემი აზრი დავაფიქსირე“,-წერს ნინო ლაბარტყავა.

ასევე იხილეთ