“ეს პოსტი დავდე 7 მარტს და არავინ ყურადღება არ მიაქცია“

რამდენიმე დღის წინ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების სამკურნალოდ, საგანგებო გამოყენებისთვის, მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატი „სოტროვიმაბი“ დაამტკიცა.

საქართველო უახლოეს პერიოდში მონოკლონურ ანტისხეულებს მიიღებს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველო უახლოეს პერიოდში დონაციის გზით ორი დასახელების პრეპარატს მიიღებს.

ამ ამბავს გამოეხმაურა სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე:

„ეს პოსტი დავდე 7 მარტს და არავინ ყურადღება არ მიაქცია

26-27 მარტს ეს ინფორმაცია გახდა ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი

დღეს ყველა გადაირია საქართველოში ?! რატო? ეს ხომ მე 4 წამალია ამ ტიპის…

იხილეთ 3 მწარმოებრლის 4 წამალი რომლებიც მიიღეს დროებითი გადაუდებელი გამოყენების თანხმოვა ამერიკის წამლის სააგენტოდან:

1- Eli Lilly & Co. – (Bamlanivimab) FDA – EUA 9 November 2020 “ბამლანივიმაბი”

2- Regeneron Pharmaceuticals Inc.- (casirivimab and imdevimab) FDA-EUA 21 November 2020 “კაზირივიმაბი”, “იმდევიმაბი”

3- GlaxoSmithKline. – (Sotrovimab) FDA-EUA 26 May 2021 “სოტროვიმაბი” – წერს ფხაკაძე.

ასევე იხილეთ