ბოლომდე ის პლაკატი უნდა ეკავოს ბოკერიას – ბაია პატარაია გიგა ბოკერიას უპირისპირდება

უფლებადამცველი ბაია პატარაია პოლიტიკოს გიგა ბოკერიას უპირისპირდება. პატარაიას შეფასებით ბოკერიასა და მისი პარტიის რეიტინგი დაცემულია. 

უფლებადამცველი ფიქრობს, რომ ბოკერიამ შალვა ნათელაშვილი ჩაანაცვლა და მისგან აქტიურ ქმედებებს ითხოვს.

ჩემ ბალღობაში იყო ერთი ასეთი ანეკდოტი: ნათელაშვილი არჩევნებში 3 ხმას აიღებს და დოინჯშემორტყმული ცოლი ეკითხება, ვინ არის ის მესამეო?

ჰოდა, გუშინდელი კვლევების მიხედვით ნათელაშვილი ბოკერიამ ჩაანაცვლა.

ოღონდ შალიკოს თავისი 3% სულ აქვს და ბოკერიას და მის პარტიას პულსი აღარ ესინჯებათ – მადლობა გიგას!
მაინტერესებს, დავივიწყოთ და დავემშვიდობოთ ევსაქებს? იზამენ რამეს? თუ ბოლომდე ის ცნობილი პლაკატი უნდა ეკავოს ბოკერიას, რომელსაც აწერია: „ვი ვსე დურაკი, ადნა ია უმნაია, ვ ბელამ პალტო სტაიუ კრასივაია.“

სერიიდან: დარდები ოპოზიციაზე.
პ.ს. კიდე ერთი პოლიტიკოსის სისულელეებზე ვარ გაბრაზებული, მაგრამ არ დავწერ აქ. მიმხვედრი მიხვდება“.

ასევე იხილეთ