“ყველაფერი კარგად იქნება და სიარულსაც შევძლებ”

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი გერმანიაში იმყოფება და მკურნალობას აგრძელებს.  ხიდაშელი გულშემატკივრებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება:
“ცოტაოდენი სიახლეები გულშემატკივრებს.
კეთილი ადამიანების, მეგობრების და ბევრი კარგი ხალხის რჩევის, თხოვნის, მოთხოვნის და დახმარების შედეგად ვიმყოფები გერმანიაში კვლევებზე და ფეხზე დადგომა/გამოჯანმრთელების გზების დასადგენად.
მიუხედავად ბევრი დიდი თუ პატარა პრობლემისა, რომელიც ყოველდღიურად ჩნდება, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად იქნება და სიარულსაც შევძლებ. თუმცა, წინ ჯერ კიდევ გრძელი და რთული გზაა…
ყველას, ნაცნობებს და უცნობებს, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ვინც ვინც მწერთ, მეხმიამებით და მუდმივად კითხულობთ ჩემს ამბავს.”- წერს თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ