“ვინც მათ მხარს უჭერთ, გამოფხიზლდით ცოტა!

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ეკო ფან­გა­ნი, დღეს განვითარებულ მოვლენებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მი­ა­ნე­ბა:
“ყველა მოძალადე უნდა იყოს დასჯილი, მათ შორის ჰომოფოები!
მათი ატანა წარმოუდგენელია უკვე და ვინც მათ მხარს უჭერთ, გამოფხიზლდით ცოტა!!
ვაჟკაცობის და ღირსების სახელით, სუსტებს ჩაგრავენ.
ქრისტეს სახელით ხალხს ცემენ და ურტყამენ.
პატრიოტიზმის სახელით ქვეყანაში არეულობას და დაძაბულობას იწვევენ.
ისე ჩაივლიდა დღევანდელი დღე, ნახევარზე მეტი მოქალაქე ვერც გაიგებდა რა ხდება. ეს დესტრუქციული ძალები ახდენენ სპეციალურად ძალიან ცუდ გავლენას ხალხზე!
ვისი ქმედებაც გასცდებს დღეს კანონს, აუცილებლად ყველა იყოს დაპატიმრებული.
არავინ არავის სახლში არ უვარდება (მოძალადეების და ჰომოფობების გარდა) და ამ ქვეყანაში ყველას აქვს თანაბარი უფლება ყველაფრის!!!
მე მივდივარ დღეს უდანაშაულო ადამიანების მხარდასაჭერად.
სანამ
საწინააღმდეგო კომენტარს დამიწერთ, სათანადოდ გაეცანით როგორც ქვეყნის შიდა კანონმდებლობას, ასევე, საერთ. სამართლის პრინციპებს. შემდეგ დაკვირვებით წაიკითხეთ ბიბლია და გადახედეთ თეოლოგიას!
ნახვამდის!”
ასევე იხილეთ