” მე გავუწევ ორგანიზებას და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებს დავარჭობინებ მათივე სიმბოლოებს საქართველოს პარლამენტის წინ”

თეა თუთბერიძე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ დადგმულ ჯვარს რკინის ე.წ ჯვარს უწოდებს და დაუყოვნებლივ მოხსნას ითხოვს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

“თვალი მოვკარი პარლამენტის შენობის წინ დარჭობილ რაღაც რკინის უზარმაზარ ე.წ. ჯვარს. ეს ე.წ. ჯვარი კიდევ იქ არის დარჭობილი თუ იცით? იმედი მაქვს ხელისუფლებას ეყოფა კეთილგონიერება და იმ რკინის უკანონო კონსტრუქციას აიღებს იქედან! საქართველოს პარლამენტი არ არის რომელიმე რელიგიური კონფესიის სიმბოლოების განთავსების ადგილი! ჯვრების დასარჭობი ადგილები გაქვთ ეკლესიების ტერიტორიებზე და კეთილი ინებეთ და დაეტიეთ იქ! თუ არა და მე გავუწევ ორგანიზებას და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებს დავარჭობინებ მათივე სიმბოლოებს საქართველოს პარლამენტის წინ!”– წერს თუთბერიძე.

ასევე იხილეთ