“ეს ჩემთვის მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა, მაგრამ გადავდგი ეს ნაბიჯი…“ – რას წერს ნინი ბადურაშვილის ყოფილი ქმარი

რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი ირაკლი კუტალაძე საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მან ნინი ბადურაშვილზე იქორწინა. მათი კავშირი წარუმატებელი აღმოჩნდა და მალევე, ქორწინებიდან 4 თვეში დასრულდა სკანდალური განქორწინებით.

თუმცა ირაკლი კუტალაძე ქართულ მედია სივრცეში დღემდე ყურადღების ცენტრშია.

ირაკლიმ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ვაქცინაციის შესახებ წერს.

„მეგობრებო, დღეს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გავიკეთე. ეს არ ყოფილა მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა ეს ნაბიჯი მაინც გადავდგი. ამ საშინელი ვირუსის გამო მქონდა ტემპერატურა, სისუსტე… მე გამიმართლა, თუმცა მოსკოვსა და მთელ მსოფლიოში ვირუსმა ბევრი ადამიანი იმსხვერპლა. დღეს დაინფიცირებულთა არასახარბიელო სტატისტიკის გათვალისწინებით, ვიცი, რომ ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლობლების ჯანმრთელობით გარისკვა არ შემიძლია. მიუხედავად დატვირთული სამუშაო რეჟიმისა, ვინარჩუნებ შრომისუნარიანობას და ცხოვრების აქტიურ სტილს. არ დაგავიწყდეთ, რომ კორონავირუსის შეჩერება, უმეტესად, ჩვენზეა დამოკიდებული. გისურვებთ ჯანმრთელობას!“ – წერს ირაკლი კუტალაძე.

ინფორმაციისთვის, ნინის და ირაკლის ერთი შვილი, ელენე ჰყავს, რომელიც დედასთან ცხოვრობს, თუმცა, როგორც ნინი აღნიშნავს, ირაკლი კარგი მამაა და ბავშვი თავისთან, მოსკოვში, ხშირად მიჰყავს.

ირაკლი კუტალაძემ განქორწინების შემდეგ ახალი ოჯახი შექმნა.

ასევე იხილეთ