“დიდი ხანია, საქართველოში გათენდა და, რა ვიცი, “მეც სხვათა შორის ვიკითხე”

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“მედიის დამოუკიდებლობა მხოლოდ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელობას გულისხმობს?!

ანუ პოლიტიკურ პარტიებსა თუ ჯგუფებზე ან ბიზნესმენებზე დამოკიდებული მედია მაინც დამოუკიდებელია მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელია?!

რასაკვირველია, არ ვგულისხმობ ოფიციალურ პოლიტიკურ ან ბიზნესის რეკლამას, რომლის განთავსებასაც კანონი აწესრიგებს!
ვგულისხმობ რომელიმე პარტიის ან ბიზნეს-ჯგუფის დაფინანსებულ მედიას!
ასეთი მედია დამოუკიდებელია?!

გასაგებია, რომ ხელისუფლების გავლენებისგან დამოუკიდებელია, მაგრამ როგორ არის დამოუკიდებელი იმ პარტიის და ბიზნეს-ჯგუფისგან, ანუ დამფინანსებლისგან?!

მაგალითად, ასეთ მედიას შეუძლია, მიუკერძოებელი იყოს და თანაბრად გააკრიტიკოს ხელისუფლებაც და ის პარტია თუ ბიზნეს-ჯგუფიც, რომელიც ამ მედიასაშუალებას აფინანსებს?!

და თუ არ შეუძლია (ცხადია, არ შეუძლია, ვერ გააკრიტიკებს!), მაშ, როგორ არის დამოუკიდებელი?! დიდი ხანია, საქართველოში გათენდა და, რა ვიცი, “მეც სხვათა შორის ვიკითხე” – წერს ბონდო მძინარაშვილი.

ასევე იხილეთ