10-ზე მეტი პარტნიორი, ჩამორთმეული დედობის უფლება, ნარკოტიკები და ციხეზე “გამოძახებით“ სიარული – თიკო სადუნიშვილის სკანდალური პირადი

მოკლე შორტები, მაღალყელიანი ჩექმები, დუეტი ლექსენთან და მხურვალე კოცნა რეპერ „თიელთან“ – გაგახსენდათ თიკო სადუნიშვილი?

დღეს სწორედ მის სკანდალურ პირადზე გიამბობთ, რაზედაც თიკო ჟურნალისტებთან გულწრფელად საუბრობს.

ინტერვიუს ნაწყვეტი:

– რა კრიტერიუმებით არჩევთ პარტნიორებს?

– ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე საკუთარ თავს ვეცნობი. მიჭირს, გითხრათ, როგორები იყვნენ ისინი. რთულია, მათში საერთო იპოვო. ბოლო პერიოდში დავფიქრდი, რომ ამ ადამიანებს ერთი ძირითადი საერთო აქვთ – დღემდე შემომრჩნენ და დღემდე ვმეგობრობ მათთან, ახლა უკვე მათ მეგობარ გოგოებთანაც.

– თქვენი რომანებიდან ყველაზე ხანმოკლე და ყველაზე ხანგრძლივი რომელი იყო?

– ყველაზე ხანგრძლივი მახსენდება 2 წელი, ხანმოკლე იყო 2 კვირა.

– 2 კვირაში ურთიერთობის დასრულებას როგორ ახერხებთ?

– გიყიდიათ კაბა, რომელზეც მაღაზიაში გადარეულხართ და მერე აღარ ჩაგიცვამთ? იგივე შეგრძნება დამეუფლა მათი გაცნობის დროს. მერე კი გარდერობშიც არ გავაჩერე და მაშინვე გავაჩუქე.

– ბევრი პარტნიორი გყავდათ?

– ბევრი არ იყო. 31 წლის ასაკში 10 პარტნიორი მყავდა გამოცვლილი,ბევრია? შეიძლება მეტიც იყო, შეიძლება ნაკლებიც, მართლა არ დამითვლია.

„თბილისი ლაივი“

„თბილისი ლაივზე“ ძალიან დამწყდა გული, მაგრამ დავხურეთ. რამდენიმე წლის წინ იყო სხვადასხვა ღონისძიების, ღამის კლუბების, ივენთების ბუმი. მერე ექვს-შვიდ სიუჟეტსაც ვერ ვაგროვებდი, თუ ვაგროვებდი, უხარისხო იყო. ამის შემდეგ უკვე დაიწყეს ლაპარაკი, ამ გოგოს რაღაც ვეღარ მიჰყავს გადაცემა-ო. გადაცემის გაფუჭებას მერჩივნა, ტკბილ მოგონებად დარჩენილიყო.

იმდენად დიდხანს ვიყავი ეთერში ამ გადაცემით, რომ ჩემი სახელი სწორედ მასთან ასოცირდება.

დაპირისპირება შორენა ბეგაშვილთან

დაპირისპირების მიზეზი უცნობია, თუმცა შორენა ბეგაშვილის ფეისბუკის გვერდზე ვკითხულობდით, რომ თიკო სადუნიშვილს დედობა ჩამორთმეული აქვს, იყო წამალდამოკიდებული და ასევე იგი ციხეზე გამოძახებით დადიოდა!

„თიკო, საყვარელო. დაგითმობ ჩემი დასვენების 3 წამს. (მეტად არ ღირხარ). მე გაგაფრთხილე, რომ ჩემზე არ გელაპარაკა. (მაგრამ შენს პირს რა დახურავს). ტელეკამერების წინ, მეც ბევრი რამ გამიკეთებია, მაგრამ ჩემი პირადი ცხოვრება ყოველთვის სუფთა იყო, თუმცა ეს არავის გასარჩევი არ არის. შენ რა გგონია, ციხეში რომ დადიოდი გამოძახებებზე, ეს მარტო შენ იცი? სახელი იმით გაითქვი, რომ ყველა გადაცემაში ჩემი ლანძღვით იყავი დაკავებული. რამ გაგაბოროტა? მე ხომ მაინც არაფერი მომაკლდება ამით. წამლის გულისთვის ყველაფერზე წამსვლელი იყავი, თმა დაივარცხნე და დაგავიწყდა რაღაცები? იფიქრე, სანამ შენს აზრებს გადმოაფრქვევ. ან წადი ბავშვს მიხედე, თუმცა ამასაც ვერ გააკეთებ. დედობა გაქვს ჩამორთმეული“,- წერდა ბეგაშვილი.

თიკო და ერეკლე

ნარკოტიკები

„მეგობრული სკანდალი“

თიკო სადუნიშვილი პროვოკაციული ნაბიჯებით, საზოგადოებას გამოჩენის დღიდან აოცებს. მან სოციალურ ქსელში, მეგობართან, თინა შარაშენიძესთან ერთად გადაღებული, ვნებიანი ფოტო გამოაქვეყნა. HBD ბუნი😋 – წერდა თიკო ფოტოზე.

 

ასევე იხილეთ