ნანუკა გოგიჩაიშვილს შვილი შეეძინა – ნახეთ, პირველი ფოტო სამშობიაროდან

მოდელ ნანუკა გოგიჩაიშვილს შვილი შეეძინა. ბავშვის პირველი ფოტო „ინსტაგრამზე“ მოდელმა უკვე გამოაქვეყნა.

ნანუკა გოგიჩაიშვილი ცოტა ხნის წინ პირველი შვილის დედა გახდა და შვილს აივი-ნიკოლ დაარქვა.

„აივი-ნიკოლ. სახელი, მოწონების გარდა, რაიმე იდეის მატარებელი მაინც უნდა იყოს. ა- ანბანის პირველი ასო, ხოლო Ivy – I – რომაულად პირველს ნიშნავს. წრეც შეიკრა და სახელიც მიუახლოვდა იდეას, იდეას, რომ პირველია და პირველი ბედნიერებაა“, – წერს ნანუკა.

 

ასევე იხილეთ