“ამ დილით მზის ამოსვლას ჩემს შვილებთან ერთად ნამატით შევხვდი”

კომპოზიტორ ნატო გელაშვილის უფროსმა ვაჟმა გიორგი ჭოხონელიძემ ცოლი შეირთო.

ამის წერს შესახებ ნატო ფეისბუქზე წერს.

“მახსოვს, ერთ-ერთ ინტერვიუში მკითხეს, ვისთან ერთად შეხვდებოდით მზის ამოსვლასო? მაშინ ვუპასუხე, ჩემს შვილებთან ერთად-მეთქი…

და ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც ჩვენაირად სუნთქავს, ჩემი ოჯახის კარი ღიაა-მეთქი…

უბედნიერესი და ულამაზესი დილა მშვიდობისაოო…

ამ დილით მზის ამოსვლას ჩემს შვილებთან ერთად ნამატით შევხვდი… ჩემს გოგოსთან და ჩემს ორ ბიჭთან ერთად…

გილოცავთ ჩემო უსაყვარლესებოოო, ჩემო ნაწილნო, ჩემო დილის გათანებავ, გოგო-ბიჭებო…

გიო & ანეტა, ბედნიერება იყოს თქვენი ცხოვრების მეგზური. მიყვარხართ”, – წერს ნატო გელაშვილი.

VIDEO: “მზის ამოსვლას ნამატით შევხვდი” – ნატო გელაშვილის ვაჟმა საცოლეს ხელი იახტაზე თხოვა

ასევე იხილეთ