“ქუთაისში გაიმართა ქორწილი, სადაც ჯარიმის თანხა ხარჯებში გაითვალისწინეს”

ქუთაისში რეგულაციების დარღვევით ქორწილი გაიმართა, სადაც ჯარიმის თანხა ხარჯებში იყო გათვალისწინებული. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე, მაკა ჩიჩუა ავრცელებს.

“ახლახან ასეთი ამბავი გავიგე… ქუთაისში გაიმართა დიდი ქორწილი, თავისი ტაშფანდურით და “ტრადიციული” სმა-ჭამით … გათვალისწინებით იმისა, რომ ამ ტიპის თავყრილობები ჯარიმდება, ქორწილის ხარჯებში ეს ჯარიმაც წინასწარ გათვლილი იყო. რაზე ვლაპარაკობთ, ღმერთმანი…”,- წერს მაკა ჩიჩუა.

ასევე იხილეთ