“გაუთხოვრობამ გადაგაწყვეტინა შენ მონაზვნობა, ოო, რა კაპასი ცოლი იქნებოდი“

იღუმენია თამარ გამყრელიძე სოციალურ ქსელში ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის, მეუფე ანტონის მიერ გაგზავნილი ტექსტური შეტყობინების ფოტოს აქვეყნებს. სადაც მეუფე მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს.

„გაუთხოვრობამ გადაგაწყვეტია შენ მონაზვნობა და არა სარწმუნოებამ, ოო, რა კაპასი ცოლი იქნებოდი, უტეხი, უცხვირპირო… ამორალურიც, რადგან ძარღვი არ გაქვს შუბლზე“- წერია შეტყობინებაში.

როგორც იღუმენია თამარი წერს, ეს არის მათი რეალური სახე.

„ვანისადაბაღდათის ეპარქია მღვდელმთავარი მონაზონს რომ ამას მიწერ … სანამ სხვას ზნეობაზე დამოძღვრავთ საკუთარ სულში ჩაიხედეთ! ეს არის თქვენი რეალური სახე. ისე მე უფლის სიყვარულმა გადამაწყვეტინა მონაზნობა“, – წერს ის.

ასევე იხილეთ