“ვერანაირი სიტყვით ვერ გამოვხატავ ჩემს სიამაყეს, მადლიერებასა და სიყვარულს! შენ მართლა დიდი კაცი ხარ”

გია ბაღაშვილი მამას, ჯემალ ბაღაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

“დღეს დიდი დღეა, დიდი!
მამაჩემის დაბადების დღე გახლავთ, თანაც როგორი – 80 წლის იუბილე!
გილოცავ მამა!
ვერანაირი სიტყვით ვერ გამოვხატავ ჩემს სიამაყეს, მადლიერებასა და სიყვარულს!
შენ მართლა დიდი კაცი ხარ, კიდევ ძალიან დიდ ხანს რომ გვჭირდები არა მხოლოდ ჩვენ, შენი ოჯახის წევრებს, არამედ – მთელ ქვეყანას. სულ ასეთი შემართებით იყავი. კიდევ მრავალი წელი გეშრომოს და მიგენიჭებინოს ზღვა სიხარული შენი უსაყვარლესი მაყურებლისთვის!”

ასევე იხილეთ