ლატარიის გამარჯვებული ლამარა აბჟანდაძე გახდა

ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე:

“ამ დილით ჩემმა შვილიშვილმა პირადობის ნომერი მომთხოვა. გამიკვირდა, რისთვის დაჭირდა? მაგრამ იმ წამსვე მომახარა, ბებო 100 ლარი მოიგეო. ეს ლატარია აცრილებზე ყოფილა. მე, რა თქმა უნდა, ერთ-ერთმა პირველმა ავიცერი და რადგან პირადობაში ქმრის გვარზე ვარ ხიდაშელზე გათამაშებაში ეწერა ლ. ხ. ეს მე ვარ ლამარა აბჟანდაძე… ყველას გირჩევთ, აიცრათ.

ხოლო ვინც აცრილები ხართ, შეამოწმოთ საიტზე მოიგეთ თუ არა”
ცნობისთვის, 13 სექტემბრიდან ქვეყანაში ვაქცინაციის წასახალისებლად აცრილი მოქალაქეებისთვის ყოველდღიური ლატარია დაიწყო.
ასევე იხილეთ