“ოთხი გადაცემა წავიყვანე ბადრისთვის წართმეულ “იმედში”, საჭმლის ფული არ მქონდა”

შალვა რამიშვილმა ინგა გრიგოლიას იმ განცხადებას უპასუხა, რომელიც ჟურნალისტმა მიშა მშვილდაძის გადაცემაში გააკეთა.

“ოთხი გადაცემა წავიყვანე, საჭმლის ფული არ მქონდა. ბადრისთვის წართმეულ “იმედში” წავიყვანე “სიცრუის დეტექტორი”.

არ მოვიქეცი სწორად, წინასწარ მოვუხადე ბოდიში ბადრის ოჯახს, სარჩო საბადებელი არ მქონდა, გადავდგი არასწრორი ნაბიჯი. ამისგან განსხვავებით ვითომ მიშისტურ პარტიაში არ შევსულვარ და მაიმუნობები არ გამიკეთებია” – განაცხადა რამიშვილმა.

ინგა გრიგოლიამ მიშა მშვილდაძის გადაცემაში შემდეგი კომენტარი გააკეთა.

“ჯერ სკლეროზი არავის არ დაგვმართია. ციხიდან რომ გამოცუნცულდა ქრთამზე დაჭერილი ბიჭი და ბადრი პატარკაციშვილის წართმეულ იმედზე მივიდა და დებილი გადაცემა “სიცრუის დეტეტქორი” მიყავდა. ჩვენ განა ეს დაგვავიწყდა” – განაცხადა გრიგოლიამ.

ასევე იხილეთ