“ესენი და კიდევ ძალიან ბევრი, მიშას თამადობით თვითონაც ემზადებიან და საზოგადოებასაც ამზადებენ სწორედ სახელმწიფო გადატრიალებისათვის ნებისმიერ ფასად!”

თემურ ქორიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

უკვე ძალიან ბევრჯერ ვთქვი და ბოდიშის მოხდით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ – არავითარი არჩევნები, ნაცების ხელისუფლებაში აღზევების ერთადერთი გზა არის სახელმწიფო გადატრიალება. ეს თვითონაც იციან და ამიტომაც საზოგადოებას გულმოდგინედ ამზადებენ ასეთი სცენარისთვის.

ძალიან ცდება, ვინც ფიქრობს, რომ მელია „პროსტო“ ხულიგანია, თაკო „პროსტო“ ერთი ჩერჩეტი ქალია, გვარამია „პროსტო“ არარაობაა, გრიგოლია „პროსტო“ენაჭარტალა დედაკაცია და ა. შ. ესენი და კიდევ ძალიან ბევრი, მიშას თამადობით თვითონაც ემზადებიან და საზოგადოებასაც ამზადებენ სწორედ სახელმწიფო გადატრიალებისათვის ნებისმიერ ფასად!
ახლა, 2003-სგან განსხვავებით, სახელმწიფო სტრუქტურები გაცილებით უფრო ძლიერი და ორგანიზებულია და „ვარდების“ ვარიანტი გამორიცხულია.
ყურადღება მიაქციეთ „ოპოზიციის“ ქმედებებს და რიტორიკას; ხელისუფლების ქმედებებს და რიტორიკასაც – ყველაფერი დღესავით ნათელია. კურდღელა სააკაშვილის „დაჯავშნული ბილეთიც“ ამ სისხლიანი სცენარის ნაწილია.
მაპატიეთ – არც ვაჭარბებ და არც ვინმეს შეშინებას ვცდილობ. ათი წლის წინათ ყავლგასულ ნაცებს უკან დასახევი გზა არ გააჩნიათ – პოლიტიკური სიკვდილის გარდა, მათ ჩადენილი დანაშაულების გამო სახელმწიფოს წინაშე დაგვიანებული პასუხისმგებლობა და ველური ანგარიშსწორებაც ელით.
ახლა ყველაფერი ხელისუფლების სიბრძნეზეა.”
ასევე იხილეთ