რატომ დაშორდნენ მიხეილ სააკაშვილი და ლიზა იასკო რამდენიმე თვის წინ – აქამდე უცნობი ამბები

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჩამოსვლას საქართველოში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი დაიჭირეს, სოციალურ ქსელში გაჩნდა ვიდეო, სადაც სააკაშვილმა მისი ახალი რჩეული გააცნო საზოგადოებას.

„გვინდა, გამცნოთ, რომ ჩვენ ერთად ვართ” – ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილის მეუღლე ლიზა იასკო 30 წლის პოლიტიკოსი უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ წევრია.

უცნაური ფაქტია ის, რომ რამდენიმე დღის წინ ყოფილი პრეზიდენტი სანდრა რულოვსთან ერთად საბერძნეთში ისვენებდა.

თუმცა როგორც ირკვევა, მიხეილ სააკაშვილის სიყვარულის შესახებ საქართველოში არ იცოდა ფართო საზოგადოებამ. უკრაინულ და რუსულ მედიაში კი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და „ხალხის მსახურის“ სიყვარულის ამბებზე ხშირად წერდნენ.

წყვილი ლეს­ნიკ­ში მდე­ბა­რე სა­ა­კაშ­ვი­ლის ფე­შე­ნე­ბე­ლურ სახ­ლში ცხოვ­რობდა.

გასულ წელს Strana.ua წერდა, რომ წყვი­ლი ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, დი­მიტ­რი გორ­დო­ნის, მომ­ღე­რალ ოლია პო­ლი­ა­კო­ვი­სა და პრო­დი­უ­სერ მი­ხე­ილ ია­სინ­სკის კამ­პა­ნი­ა­ში ის­ვე­ნებ­და.

თუმცა, პერიოდულად პრესაში იწერებოდა, რომ წყვილი კამათობდა და შორდებოდა ერთმანეთს.

მიმდინარე წლის 14 იანვარს ერთ-ერთი გამოცემა წერდა, რომ იასკო და სააკაშვილი ერთად აღარ იყვნენ.

გამოცემის ინფორმაციით, ლიზა იასკო დეპრესიაში იყო პოლიტიკური პრობლემების გამო. ის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის პოსტიდან მოხსნეს. წყარო სააგენტოს უყვებოდა, რომ წყვილის ურთიერთობა ვერ შედგა.

 წყარო: fortuna.ge

ასევე იხილეთ