“ია ფარულავამ ტვინი წაიღო… ქალი ლეგენდაა, უარი ვერ ვუთხარი“

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე გადაცემის „ფარული კონვერტი“ სტუმარი იქნება. როგორც მან ფეისბუკლაივში თქვა, გადაცემის წამყვანმა მას ქუთაისში ჩააკითხა და გადაცემა იქ ჩაწერა.

„ია ფარულავამ ტვინი წაიღო, ყველამ იცის რომ მე სტუდიებში არ დავდივარ და ჩემთან მოვიდა სახლში, რა უნდა მექნა, ქალი ლეგენდაა, უარი ვერ ვუთხარი. რაღაცა კონვერტიო, არ ვიცი, მე ტელევიზორს და ქართულ გადაცემებს არ ვუყურებ. მოკლედ, გამომიგზავნეს ქუთაისში „შპიონები“, გადავიღეთ რაღაცები და მგონი, ორშაბათს არის გადაცემა 22:00 საათზე. იმედია, როცა საქართველოში ვიქნები, მაშინ გაუშვებენ მაგ გადაცემას”,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.

 

ასევე იხილეთ