გიორგი რომანოვის მეჯვარე დავით ბაგრატიონი იყო – საქართველოს სამეფო ოჯახი სანქტ-პეტერბურგში საიმპერატორო ქორწილს დაესწრო (ფოტოები)

სოციალურ ქსელში გვერდი „საქართველოს სამეფო სახლი – The Royal House of Georgia“ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმად,  საქართველოს სამეფო ოჯახი სანქტ-პეტერბურგში საიმპერატორო ქორწილს დაესწრო.

გვერდზე ფოტოებიც გამოაქვეყნეს, თუ როგორ გამოიყურებოდა წყვილი მნიშვნელოვან ღონისძიებაზე.

„საქართველოს სამეფო სახლის მეთაური, უფლისწული დავით ბაგრატიონ მუხრანბატონი მეუღლესთან, პრინცესა ირინასთან ერთად სანქტ-პეტერბურგში საიმპერატორო ქორწილს დაესწრო.

რუსეთის ტახტის მემკვიდრე, დიდი მთავარი გიორგი რომანოვი იტალიელ რებეკა ბეტარინიზე დაქორწინდა.

„საუკუნის ქორწილი“ ასე უწოდეს რუსეთში, მონარქისტულ წრეებსა და უცხოურ მედიაში რომანოვის ჯვრისწერას, რადგან 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ რუსეთის საიმპერატორო დინასტიის წარმომადგენელთა პირველი ქორწილია, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე ასე გრანდიოზულად აღინიშნა.

ქორწილში 20-ზე მეტი სამეფო ოჯახი იყო მიწვეული, მათ შორის საქართველოს სამეფო ოჯახიც. ცერემონიალს 1500-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

გიორგი რომანოვის მეჯვარე საქართველოს სამეფო სახლის მეთაური დავით ბაგრატიონ მუხრანბატონი გახლდათ.

დავით ბაგრატიონი გიორგი რომანოვის ბიძაშვილია. დავითის პაპა, ირაკლი ბაგრატიონ მუხრანბატონი და გიორგის ბებია, ლეონიდა ბაგრატიონ მუხრანელი და-ძმა იყვნენ.

რუსეთის საიმპერატორო ტახტის მემკვიდრის ქორწილის აღსანიშნავად ღონისძიებები 3 დღეს გაგრძელდა.

30 სექტემბერი, დღე პირველი: წინასაქორწილო წვეულება კოკტეილის საღამო (welcome coctail) ვლადიმირის სასახლეში, რომელიც ეკუთვნოდა გიორგი რომანოვის დიდ პაპას. მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ : ბულგარეთის მეფე სიმეონ II და ბულგარეთის დედოფალი მარგარეტა; იტალიის ტახტის მემკვიდრე ემანუელ ფილიბერტო, ვენეციის პრინცი ; ავღანეთის პრინცესა ნოალი ; პრინცი იოაჰიმ მიურატი ; პორტუგალიის სამეფო ტახტის მემკვიდრე ბრაგანცას ჰერცოგი დომ დუარტე პიო ; ალბანეთის ტახტის მემკვიდრე ლეკა II ; ეგვიპტის მეფე საუდ და სხვანი.

 

ასევე იხილეთ