„ჩემი თავიდან დაბადებული ბიჭი“ – 4 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდნილი ალექსანდრე სრულად გამოჯანმრთელდა

სოციალური ქსელის მომხმარებელი, რუსო ჯანშიაშვილი ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ მისი ვაჟი ალექსანდრე 4 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და გამოჯანმრთელებამდე ურთულესი გზა გაიარა. რუსო ჯანშიაშვილი მადლობას უხდის ვანო საფარიშვილსა და ყბა-სახის ქირურგთა გუნდს ალექსანდრეს გადარჩენისთვის და ამბობს, რომ მისი შვილი ,,თავიდან დაიბადა”.

,,იყო ასეთი შემთხვევა, როცა ჩემი ალექსანდრე 4 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა.

ის ჩამსხვრეული ყბის ძვლებითა და როკების მოტეხილობით თქვენთან მოვიყვანეთ. ბავშვი პირს ვერ ხურავდა…
სწორი მკურნალობით, დანიშნულებითა და მიმართულებით ალექსანდრე დღეს სრულიად ჯანმრთელია, დიდი მადლობა თქვენს გუნდს”, – წერს რუსო ჯანშიაშვილი ყბა-სახის ქირურგის, ვანო საფარიშვილის გვერდზე.

ასევე იხილეთ