“ყოველ ღამე ქმარი სცემდა… დღეს ღიმილა სოფოს აპარატი გამოურთეს…”

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ავარიის შედეგად ამავე სოფლის მკვიდრი გარდაიცვალა. უცვლელად გთავაზობთ სტატუსს.

სტატუსში ასევე აღნიშნულია, რომ ეს ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო.

ჩემ მეზობლად ერთი გოგო ცხოვრობდა…

სოფო. მე ღიმილა სოფის ვეძახდი…

იმიტომ რომ ყოველ ღამე, როცა ქმარი სცემდა, დილით მაინც ღიმილიანი სახით დადიოდა ქუჩაში რადგან ბავშვები ბაღში მიეყვანა…

ბევრჯერ ვთხოვე გაშორდი თქო ათასი თავშესაფარია და თავს უშველე თქო მაგრამ პასუხი ეთიდაიგივე იყო…

სად წავიდე  ხო იცი დედა არ მყავს და დედინაცვალს ორი ბავშვით ვერ მივადგები, არ შემიშვებსო…

ასე გრძელდებოდა დღეები…

ქმარი თუ სახლში არ იყო, დედამთილი სცემდა…

და ამ ყველაფერს თავისი ორი ციცქნა შვილი უყურებდა, მაგრამ დედას ვერ შველოდნენ…

მერე მე ემიგრაციაში წამოვედი…

ერთი კვირის წინ, გავიგე, ისევ სცემეს და სახლიდან წავიდაო… ერთ- ერთ თავშესაფარში ყოფილან დედა და შვილები. მაგრამ ჩვენმა დამპალმა და ნაგავმა სტრუქტურამ უფლება მისცა ქმარს დაბრუნებოდა, რადგან დიდი ხანი ვერ იქნებოდნენ თავშესაფარში. ხელწერილი დააწერინა ნაბიჭვარ ქმარს ხელს არ დაარტყავდა…

არც დაურტყია…

უბრალოდ მანქანაში ჩაიჯინა და ხეს მიახეთქა.ხერხემალში ოთხად გადატეხა…და მერე იძახდა არც მოკვდა და არც მორჩაო…

თან დედამთილი მუხლმოდრეკილი ლოცულობდა ოღონდ გადარჩეს და ფეხებს დავუკოცნიო…

აი, ის დედამთილი, რომელიც უმოწყალოდ სცემდა…

მარტო იმიტომ ლოცულობდა რომ თავისი გველი შვილი გადაერჩინა ციხეს…

დღეს ღიმილა სოფოს აპარატი გამოურთეს…

აზრი აღარ ქონდა მის წვალებას…

დღეს ნინი და მარიამი დაობლდა…

არ მინდა ვიფიქრო, რომ ამ გოგონებმა დედამისის გზა უნდა გაიარონ რადგან ობლები არიან…

გოგონებო დაიცავით ობოლი გოგოები გთხოვთ…

P.S თუ აქ ხარ ღიმილა სოფის ნაცნობი, იცოდე რომ შენც დამნაშავე ხარ რომ ვერ შეიფარე… მეც დამნაშავე ვარ რომ ვერ დავეხმარე…

სოფელიც დამნაშავეა რომ ვერ მიეშველა…“

 

ასევე იხილეთ