“იპოლიტე ხვიჩია იხსენებდა, გურიაში მომხდარ ამბავს და ეროსი მანჯგალაძის სიკეთის თავგადასავალს“

თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“იპოლიტე ხვიჩია იხსენებს ერთ-ერთ მოგონებაში
გურიაში ყოფილან გადაღებაზე ის და ეროსი მანჯგალაძე.
დაინახეს, რომ მატარებლის სადგურში ორსული ქალი ტიროდა, რომელსაც ფული მოპარეს. მივიდა ეროსი მანჯგალაძე და ჰკითხა: – რამდენი მოგპარეს, ქალბატონო?!
ქალმა რა თანხაც(საკმაოდ სოლიდური) დაასახელა, ეროსიმ ჯიბიდან ამოიღო და გაუწოდა, რის შემდეგაც ქალი ბედნიერი წავიდა.
იპოლიტე ხვიჩიამ მიაძახა: -ქალბატონო, თუ ბიჭი შეგეძინათ, ეროსი დაარქვითო.
მოხდა სასწაული, გავიდა რამდენიმე წელი, იპოლიტე და ეროსი კვლავ ერთად იყვნენ ლანჩხუთში გადაღებაზე და
მათთან მივიდა ქალი, რომელსაც პატარა ბიჭი ახლდა,
სახელად ეროსი, რომელიც ეროსი მანჯგალაძის სიკეთის შემდეგ, დიდი სიამაყით ატარებდა ამ სახელს.”

ასევე იხილეთ