აშშ-ში ავტომობილიდან ფულით სავსე ტომარა გადავარდა და ათასობით დოლარი გზაზე მიმოიფანტა (ვიდეო)

აშშ-ში, სან-დიეგოს ავტომაგისტრალზე, ჯავშნიანი ავტომობილიდან ფულით სავსე ტომარა გადავარდა, – ამის შესახებ BBC წერს.

ტომრიდან ფული გზაზე მიმოიფანტა, რამაც დიდი ქაოსი გამოიწვია. მძღოლები ავტომობილებს აჩერებდნენ და დაყრილ ფულს კრეფდნენ.

ადგილზე დააკავეს 2 ადამიანი, დანარჩენებს კი, მოუწოდებენ, რომ თუ რაიმე კუპიურა მიისაკუთრეს, უკან დააბრუნონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაისჯებიან. საქმეში ჩართულია FBI.

ჯავშანმანქანას ფული სან-დიეგოდან ფედერალური დეპოზიტების დაზღვევის კორპორაციის ოფისში გადაჰქონდა.

ასევე იხილეთ