“მინდა, შევახსენო ამ პოლიტიკანს…”

 

თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პარტია “ერთიანი საქართველოს” ხელმძღვანელს, ნინო ბურჯანაძეს აკრიტიკებს.

“ჩემზე მეტი რატოაო ივანიშვილიო, მე როგორც ქალი რატომ არ შეიძლება სახელმძღვანელოში ვიყოო”, ვაახ!
ამან, ნუ ბურჯანაძემ, არ იცის ეტყობა, რომ სახელმძღვანელოში არა და ისტორიაში “ესენი” უკვე შესულები არიან, როგორც საქართველოს წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გამკეთებლები”; რომ საქართველომ ომი დაიწყო და რომ ჩვენ – ქართველები (ხელისუფლება ვბომბავდით გორს და მძინარე ცხინვალს”, აი ამ მოღალატეობრივი პოზიციით უკვე შესულები არიან და კიდევ ეს “ქალბატონი პოლიტიკოსი” ასწავლის ალბათ სკოლებში, ( გაკვეთილს “ჩაატარებს “კორუფციაზე და ეკონომიკაზე) როგორ უნდა შეიძინოს სახელმწიფო ქონება ერთ ლარად მაღალი თანამდებობის პირმა და შემდეგ ჩვენება მისცეს სასამართლოზე მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ!
ფუ, მართლა …..”სახელმძღვანელო” დაიწერება ამ და ამ ტიპის პოლიტიკოსების უტიფრობაზე და მოღალატეობრივ გზაზე.

მინდა შევახსენო ამ პოლიტიკანს!!! დაწყნარდით !!! უკვე შესული ხართ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით (30 წლიან) უახლეს ისტორიაში!”, – წერს ჩარკვიანი ფეისბუქზე.

ასევე იხილეთ