“ეს კოლექტიური ფსიქოზია, რაც ასე დამახასიათებელია სექტისთვის!“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით დაწყებულ მასობრივი შიმშილობის პროცესს სოციალურ ქსელში ეხმაურება სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი.
ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ ლიბერალიზმი იდეისათვის თვითგანწირვას არ ცნობს და პროტესტის ასეთი ფორმები სექტებს ახასიათებს.
„კოლექტიური შიმშილობა სხვისთვის, ანუ კოლექტიური თვითგანწირვის აქტი პარტიის ლიდერისთვის.
ლიბერალიზმი არ ცნობს თვითგანწირვას უმაღლესი იდეისთვის!
ეს კერპთაყვანისმცემლობაა, სექტანტური აზროვნებაა, და უფრო ზუსტად, კოლექტიური ფსიქოზია, რაც ასე დამახასიათებელია სექტისთვის!“- წერს მაია ნიკოლეიშვილი.

ასევე იხილეთ