ჰოლივუდის ვარსკვლავმა აღიარა, რომ საკუთარ სტუდენტებთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა და წლების განმავლობაში სექსზე იყო დამოკიდებული

“ოსკარის” ნომინანტმა მსახიობმა ჯეიმს ფრანკომ The Jess Cagle Podcast-თან ინტერვიუში აღიარა, რომ სექსი ჰქონდა იმ სამსახიობო სკოლის სტუდენტებთან, რომელსაც ადრე თავად ხელმძღვანელობდა. მსახიობის თქმით, ის წლების განმავლობაში ებრძოდა სექსუალურ დამოკიდებულებას და მუშაობდა ქცევის გასაუმჯობესებლად. ფრანკო ამბობს, რომ მისი საქციელი არასწორი იყო, თუმცა აზუსტებს, რომ სკოლაში საქმიანობა ქალების სექსუალური მიზნებისთვის მისატყუებლად არ დაუწყია.

ეს იყო პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც თითქმის 4 წლის წინ 5 ქალმა ჯეიმს ფრანკო მათ მიმართ არასათანადო ქცევაში დაადანაშაულა. მოგვიანებით, 2019 წლის ოქტომბერში, ორმა ქალმა შეიტანა სამოქალაქო სარჩელი ჰოლივუდის ვარსკვლავის წინააღმდეგ, ის დაადანაშაულეს მის მიერ შექმნილი სკოლის დამწყები მსახიობების ექსპლუატაციაში და სექსის ღია სცენებში ახალგაზრდა ქალების მოტყუებით გადაღებაში.

ფრანკომ თქვა, რომ სექსუალური დამოკიდებულება მას შემდეგ განუვითარდა, რაც ალკოჰოლდამოკიდებულებას დააღწია თავი.

ლოს-ანჯელესის უმა ღლეს სასამართლოში შეტანილი დოკუმენტების თანახმად, მსახიობი დათანხმდა 2.2 მილიონი დოლარის გადახდას 2019 წლის სამოქალაქო სარჩელის მოსაგვარებლად.

ინტერვიუში ფრანკომ ასევე თქვა, რომ იგი 2016 წლიდან გამოჯანმრთელდა სექსუალური დამოკიდებულებისგან და მის წინააღმდეგ ბრალდებების შემდეგ ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე.

“მე არ მინდოდა ადამიანებისთვის რამე დამეშავებინა,” – აცხადებს მსახიობი.

 

ასევე იხილეთ