”ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ცხოვრების მოყვარული ადამიანი, ასე მალე დაგვტოვებდი”

ცნობილი გახდა, რომ მოულოდნელად გარდაიცვალა ირაკლი ჭკადუა, ახალგაზრდა კაცი, რომელსაც შოუბიზნესის სფეროში კარგად იცნობდნენ და ემეგობრებოდნენ.

სოციალურ ქსელში გაოგნებული მეგობრები სტატუსებს აქვეყნებენ.

“ძალიან მძიმე დილა გათენდა. მეგობრებისთვის დაბადებული ადამიანი… ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ცხოვრების მოყვარული ადამიანი, ასე მალე დაგვტოვებდი.

ჩემო ძმაო ირაკლი, ღმერთმა ნათელში გამყოფოს” – წერს კახა მამულაშვილი.

ასევე იხილეთ