„დიდი ჭიქით დავლიეთ ჯანმრთელობის სადღეგრძელო. მოვიდა პისიარის პასუხი და ორივეს ომიკრონი გვაქვს…“

გიგა მაქარაშვილი წერს, რომ კორონავირუსით მეორედ არის ინფიცირებული. ის მამასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ვირუსი მამასაც დაუდასტურდა:

„მაგარი ამბავი 😂😂😂😂😂

მამას დაურეკეს, კონტაქტი ხარო!

მამამ დამირეკა, კონტაქტი ხარო!

ეგრევე მივედი სახლში და სწრაფი ტესტებით არაფერი გვჭირს!

 

გავიხარეთ, დავსხედით, კაი პური ვჭამეთ ოჯახში!

მერე ვიფიქრეთ, არაფერი გვაწუხებს, მაგრამ მაიტა პისიარიც გავიკეთოთ, ხალხში თამამად რომ გავიდეთო!

თან დიდი ჭიქით დავლიეთ ჯანმრთელობის სადღეგრძელო.

მოვიდა პისიარის პასუხი და ორივეს ომიკრონი გვაქვს.

აცრილები ვართ, არაფერი გვიჭირს ✊

ანუ ორჯერ კოვიდინფიცირებული, ორჯერ აცრილი ვარ…“

ასევე იხილეთ