“ოდესმე ისევ ვნახავ შენს მომღიმარ სახეს“

ვარკეთილში მოკლული, 22 წლის ორსული გოგოს და, მარიამ კეპულაძე სოციალურ ქსელში დის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემო ანგელოზო, ჩვენს გულში ცოცხლობ! შენით ვსუნთქავ.! მე მჯერა იმის, რისიც მწამს. მწამს იმის, რომ ოდესმე ისევ ვნახავ შენს მომღიმარ სახეს და მჯერა იმის, რომ გნახავ ისეთს, როგორიც ბავშვობაში ვიყავით.

მინდა დრო გაჩერდეს, მინდა დრო გადავწიო, ისევ მინდა შენთან ერთად გავატარო ის ძველი მოგონებებით აღსავსე დღეები, ის ბედნიერი წუთები, წამები, საათებიი, მინდა გულში ჩაგიკრა.! მინდა გადაგეხვიო და ისევ გითხრა რომ მიყვარხარ და მენატრები. მინდა ისიც გითხრა, რომ უშენობა ძალიან მიჭირს, იმდენად რომ სიტყვები ზედმეტია სათქმელად, – წერს მარიამ კეპულაძე.

 

ასევე იხილეთ