ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა “მის უკრაინის” ფინალისტზე იქორწინა

საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის ,,შახტარის” ფეხბურთელი დავით ხოჭოლავა დაქორწინდა.

26 წლის ხოჭოლავას მეორე ცოლი, ,,მის უკრაინა 2016”-ის ფინალისტი, იულია სიდორენკოა.

მოდელი 22 წლისაა და მის შესახებ, ხშირად წერს უკრაინული მედია. გოგონა ხარკოვიდანაა და სამოდელო დარგში აქტიურ კარიერას იკეთებს. პიკანტური ფოტოებითაც ხშირად იწონებდა თავს.

სიდორენკომ ქართველ ფეხბურთელს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი მიუძღვნა: ,,ქმა­რო, მად­ლო­ბა შენ ჩვე­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის. მიყვარხარ…” – დაწერა ქალმა 7 ივნისს.

ხოჭოლავამ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა საქორწინო ფოტო, მიუთითა დღესასწაულის თარიღი – 7 ივნისი და დასვა “უსასრულობის” ნიშანი.

ასევე იხილეთ