“როცა მითხრეს რამოდენიმე საათი დარჩა კარინასო, არ მჯეროდა… ქეითი მეუბნება დედიკო მენატრებაო. დადის მოწყენილი”

კარინა გრიგორიანის მეუღლე დავით ახვლედიანი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

დღეს ერთი წელი გავიდა რაც ბამბინ ჯეზუში ვართ, როგორ იმედიანად წამოვედით და ეს იმედი გაამართლეს იტალიელმა ექიმებმა, მაგრამ გამოგვაკლდა უმთავრესი კარინა, დედა რომელიც არის ჩემთვის დედობის მაგალითი, ბავშვისთვის ერთხელაც არ აუწევია ხმას, სიტყვები არ არსებობს კარინას დედობა რომ გადმოვცე როგორი დედა იყო, ძაალიან რთულია ეს მომენტი რადგან ყოველ დღე ქეითი მეუბნება დედიკო მენატრებაო, არ ვიცი რა ვუპასუხო. ისეთი ლაღი აღარ არის როგორიც იყო რაღაცნაირად დადის დავრდომილი მოწყენილი, ყველა მოქმედებაში ეტყობა რომ დედას ეძებს. ამდენი პრობლემის შემდეგ ეს არ უნდა მომხდარიყო, ექიმმა როცა დარეკა და მითხრა რამდენიმე საათი დარჩა კარინასო ბოლომდე არ მჯეროდა, რადგან ესეთ უსამართლობას ვერც კი წარმოვიდგენდი. ეხლაც არ მჯერა რომ ეს ხდება ჩვენს თავს. მგონია რომ გავა დრო და დაგვიბრუნდება, არ იღებს ქვეცნობიერი ამ რეალობას და რა გავაკეთო“, – წერს დავით ახვლედიანი.

ასევე იხილეთ