“სწორედ ეს არის ადამიანების გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზი, ამ დროს ვითარდება რესპირაციული დისტრეს სინდრომი”

ალერგოლოგ – იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში „დექსამეტაზონის“ შესახებ პოსტს აქვეყნებს.

კორონავირუსის გართულების შემთხვევაში, ვითარდება ციტოკინური შტორმი, ანუ იმუნური სისტემის უკონტროლო აქტივაცია, როდესაც შემოჭრილი აგენტის, ანუ ვირუსის წინააღმდეგ ირთვება ადამიანის ორგანიზმის იმუნური პასუხი და იმდენად ძლიერ ე.წ. არტილერიას იყენებს ორგანიზმი მის წინააღმდეგ, რომ ეს არტილერია უკვე ვეღარ არჩევს, ვირუსს ბომბავს თუ საკუთარ ორგანიზმს.

სწორედ ეს არის ადამიანების გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზი, ამ დროს ვითარდება რესპირაციული დისტრეს სინდრომი. სწორედ იმუნური სისტემის, ჰიპერაქტივაციის დათრგუნვას იწვევენ ეს სტეროიდები, ანუ, ჰორმონალური მედიკამენტები.

მათ შორის, ხანგრძლივი, 24 საათიანი, სტაბილური ეფექტი აქვს „დექსამეტაზონს“. სწორედ ამიტომ, ლოგიკური შეიძლება იყოს ასეთ სიტუაციაში „დექსამეტაზონის“ გამოყენება“ – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

ასევე იხილეთ