“პირველ რიგში, ქართველი, მეგრელი ვარ და არასდროს ჩემს ხალხს ოკუპანტის ენაზე მიმართვას არ ვაკადრებ” – ირაკლი ზარქუა არახამიაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების უკრაინული დელეგაციის წევრის, დავით არახამიას შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

დღეს მთელი დღეა, ჩემი ფოტო დააქვთ აქეთ იქით და თან არასწორი ინტერპეტაციით..
მე პირველ რიგში ქართველი, მეგრელი ვარ და არასდროს ჩემს ხალხს ოკუპანტის ენაზე მიმართვას არ ვაკადრებ და არც არაფერია ამაში ჩემი აზრით მისაბაძი.
რაც შეეხება ხუმრობას და ხალისს ამ თემაზე, კიბატონო, შეიძლება.

უბრალოდ, მინდა იცოდეთ, გარკვეული პროცედურების გამო, თმების გადაპარსვა მომიწია და ამიტომ 2 კვირა მიწევს ასე ქუდით სიარული.. ეს არის და ეს”, – წერს ზარქუა.

ასევე იხილეთ