„საუკეთესო ბიჭი წაგვართვა, ქუჩის კვეთისას გაიტანა… „გავლენიანი მამიკოს” შვილი აღმოჩნდა…“

აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც შარტავაზე გუშინ მომხდარ ინციდენტს ასახავს, რის შედეგადაც 8 წლის ბავშვს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა და ის კვლავ მძიმე მდგომარეობაშია.

ექიმი წერს:

„იმედია, ეს არანორმალური სამაგალითოდ დაისჯება,  რომ არავის მოუნდეს ამ სიგიჟის გამეორება. რით განსხვავდება ეს მძღოლი იმ ველურებისგან, ვინც ბავშვებს დამიზნებით ხოცავს. ოღონდ არ დაიწყოთ ამის გამართლება. როცა ასე მართავ მანქანას, ზუსტად იცი, ძალიან მაღალია შეცდომის ალბათობა. შეცდომა კი შეიძლება სიცოცხლის ფასი ღირდეს.

რამდენიმე წლის წინ საუკეთესო ბიჭი წაგვართვა, (მეგობრის 16 წლის ბიჭი) სწორედ ასეთმა არანორმალურმა, ქუჩის კვეთისას გაიტანა ბავშვი,  მოსახვევიდან შემოვარდნილმა მანქანამ, რომელიც წითელზე გადიოდა მაღალი სიჩქარით. „გავლენიანი მამიკოს” შვილი აღმოჩნდა და ცხადია, „მზრუნველმა მშობლებმა“ მისი გამართლებაც კი სცადეს. მეტიც, როგორც ვიცი, მართვის მოწმობაც სპეციალური ცოდნის გარეშე ჰქონდა მოპოვებული და ახალი მძღოლი იყო…

ასევე იხილეთ