8 წლის დათის ჩვენი თანადგომა სჭირდება, გავერთიანდეთ ყველა დათისთვის!

რამდენიმე დღის წინ შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულ 8 წლის დათიკოს დახმარება სჭირდება.

ინფორმაცია ამის თაობაზე სოციალურ ქსელში ვრცელდება.

“მეგობრებო, 8 წლის დათის თანადგომა სჭირდება. 31 მარტს, დათი დილით შარტავას ქუჩაზე სკოლაში წასასვლელად ტრანსპორტს ელოდებოდა, როცა სწრაფად მიმავალმა მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუარზე მდგომ ბავშვს დაეჯახა. დათი იბრძვის სიცოცხლისთვის. წინ მკურნალობის გრძელი გზა აქვს გასავლელი. ამ დროისთვის იაშვილის კლინიკაში მას 4 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, მათ შორის ფეხის ამპუტაცია. მისი სრული რეაბილიტაციისთვის ისრაელის კლინიკაში დაუყონებლივ გადაყვანაა აუცილებელი, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
თითოეული ლარი მნიშვნელოვანია!
გავერთიანდეთ დათისთვის!
მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა
TBC: #GE05TB7962745064300024
BOG: #GE90BG0000000101545483
#დათისთვის”

ასევე იხილეთ